ცერა თითისა და ტვინის ზომას შორის კავშირი იპოვეს — ახალი კვლევა

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

მეცნიერებმა ტვინის ევოლუციაზე დასაკვირვებლად პრიმატების 94 განსხვავებული სახეობა შეისწავლეს. კვლევა როგორც ცოცხალ ინდივიდებს, ისე ნამარხ ნაშთებსაც მოიცავდა. მათ აღმოაჩინეს, რომ შედარებით გრძელი ცერა თითის მქონე სახეობებს უფრო დიდი ტვინი აქვთ.

ეს კვლევა ჟურნალ Communication Biology-ში 26 აგვისტოს გამოქვეყნდა და იგი მანუალურ მოქნილობასა და ტვინის ევოლუციას შორის კავშირის დამადასტურებელი პირველი პირდაპირი მტკიცებულებაა. ეს ფაქტი პრიმატების მთელ შტოზე, მათ შორის ადამიანებზეც ვრცელდება.

ადამიანებს გამორჩეულად გრძელი ცერა თითები და დიდი ტვინი გვაქვს. საინტერესოა, რომ ამ ორ მახასიათებელს შორის კავშირი სხვა პრიმატებშიც ძლიერია. ამის დასადასტურებლად მეცნიერებმა ანალიზისას ადამიანის მონაცემები სრულად ამოიღეს, მაგრამ ცერა თითის სიგრძესა და ტვინის ზომას შორის კავშირი მაინც შენარჩუნდა.

“ყოველთვის ვიცოდით, რომ დიდი ტვინი და მოქნილი თითები სხვა ცხოველებისგან განგვასხვავებდა, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ისინი ცალ-ცალკე არ განვითარებულა. იმის გამო, რომ ჩვენს წინაპრებს საგნების ხელში დაჭერა და მათი აქტიურად მოძრაობა შეეძლოთ, ახალ უნარებთან გასამკლავებლად ტვინსაც გაზრდა მოუწია”, — ამბობს კვლევის წამყვანმა ავტორი, დოქტორი ჯოანა ბეიკერი რედინგის უნივერსიტეტიდან.

- Advertisement -
Ad imageAd image

მეცნიერები დაინტერესდნენ ტვინის კონკრეტულად რომელი უბანი იზრდება ცერა თითებთან ერთად და მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთეს. ისინი ელოდნენ, რომ ცერა თითების სიგრძე ნათხემთან იქნებოდა დაკავშირებული, რადგან ტვინის ეს ნაწილი მოძრაობასა და კოორდინაციას აკონტროლებს.

ამის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ უფრო გრძელი ცერა თითები არა ნათხემს, არამედ ნეოკორტექსს უკავშირდება. ეს უბანი სენსორულ ინფორმაციას ამუშავებს და კოგნიციასა და ცნობიერებაზეა პასუხისმგებელი.

ტვინის რამდენიმე შრიანი კომპლექსური რეგიონი, რომელიც ადამიანის ტვინის მოცულობის დაახლოებით ნახევარია.
ამ აღმოჩენების მიხედვით გამოდის, რომ პრიმატებს მოქნილი ხელების გაუმჯობესებასთან ერთად ტვინიც ეზრდებოდათ. მიზანი ახალი შესაძლებლობების ეფექტურად დამუშავება და გამოყენება იყო.

დიდი ტვინი და მოხერხებული ხელები ადამიანის ევოლუციაში გადამწყვეტ ფაქტორებად მიიჩნევა, რომლებიც ერთად ტექნოლოგიის, კულტურისა და მრავალფეროვანი გარემოს განვითარებას შესაძლებელს ხდის.

წყარო

- Advertisement -
Ad imageAd image
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ცერა თითისა და ტვინის ზომას შორის კავშირი იპოვეს — ახალი კვლევა. 19 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ცერა-თითისა-და-ტვინის-ზომ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi