პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიკვლევა: 2040 წლისთვის მარჯნის რიფების 70% დაშლას დაიწყებს

კვლევა: 2040 წლისთვის მარჯნის რიფების 70% დაშლას დაიწყებს

გლობალური ტემპერატურის მატების გამო, 2040 წლისთვის ატლანტის ოკეანეს მარჯნის რიფების 70%-ზე მეტი ინტენსიურ დაშლას დაიწყებს. ეს პროცესი სანაპირო ტერიტორიებზე ზღვის ზემოქმედებას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა, ეგზეტერის უნივერსიტეტის პროფესორ კრისტოფერ პერის ხელმძღვანელობით, გააანალიზა უძველესი მარჯნების გაქვავებული ნაშთები ტროპიკული ატლანტის ოკეანის 400-ზე მეტ რეგიონში. მეცნიერებმა შეაფასეს, თუ როგორ მოქმედებდა ტემპერატურისა და ზღვის დონის ცვლილებები რიფების ზრდაზე წარსულში, რათა მათი მომავალი მდგომარეობა ეწინასწარმეტყველათ.

„ჩვენ მიერ ჩატარებული ანალიზი აჩვენებს, რომ ატლანტის ოკეანის მარჯნის რიფების 70%-ზე მეტი 2040 წლისთვის დაშლას დაიწყებს, ხოლო კლიმატის ორი ან მეტი გრადუსით დათბობის შემთხვევაში, ეს პროცესები რიფების 99%-ზე მეტს შეეხება“, – აღნიშნავენ მკვლევრები.

კვლევის თანახმად, ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ტროპიკულ რეგიონებში მრავალი მარჯნის რიფი უკვე აქტიურად ნადგურდება. მიმდინარე საუკუნის შუა წლებისთვის ზღვის დონემ შესაძლოა 30-50 სანტიმეტრით მოიმატოს, რაც დააჩქარებს რიფების დეგრადაციას და შტორმებისა და ტალღების მიმართ სანაპიროების დაუცველობას გაზრდის.

მარჯნის რიფები გადამწყვეტ როლს თამაშობენ სანაპირო ზოლის დატბორვისა და ოკეანის დამანგრეველი ტალღებისგან დაცვაში. მათი გაქრობა ბუნებრივი კატასტროფების შედეგებთან ბრძოლის ახალი სტრატეგიების შემუშავებას მოითხოვს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  თავდასხმა ქვეყნის მეთაურებზე: 21-ე საუკუნის გახმაურებული ტერაქტები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი