პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემამნიშვნელოვანი სიახლე: პოლონეთმა ამერიკული მნიშვნელოვანი სიახლე: პოლონეთმა ამერიკული Patriot-ის საზენიტო სარაკეტო კომპლექსიდან...

მნიშვნელოვანი სიახლე: პოლონეთმა ამერიკული მნიშვნელოვანი სიახლე: პოლონეთმა ამერიკული Patriot-ის საზენიტო სარაკეტო კომპლექსიდან პირველი საბრძოლო სროლები განახორციელა-ის საზენიტო სარაკეტო კომპლექსიდან პირველი საბრძოლო სროლები განახორციელა

2025 წლის 16 სექტემბერს, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა გამოაცხადა ვისლას პროგრამის ფარგლებში შეძენილი აშშ-ის Patriot-ის სარაკეტო სისტემიდან განხორიცლებული  პირველი საბრძოლო  სროლების შესახებ.

წვრთნები ჩატარდა უსტკაში, ცენტრალურ საჰაერო ძალების საწვრთნელ პოლიგონზე, IBCS-ის სამეთაურო ქსელის გამოყენებით, ხოლო დამატებითი სროლები განხორციელდა ახალი Homar-A და Homar-K რაკეტების გამშვები სისტემების გამოყენებით. ტესტირება, რომელიც ჩატარდა Żelezna Obronka-ს ფარგლებში, პოლონეთის შეიარაღებული ძალების წელს ყველაზე მასშტაბური წვრთნების ფარგლებში, მნიშვნელოვანი ეტაპი იყო საბოლოო სერტიფიცირებისა და 2025 წლის ბოლოსთვის სრული ოპერატიული შესაძლებლობების მიღწევისკენ.

ვისლას პროგრამა დაიწყო 2014 წლის 29 სექტემბერს, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ტომაშ სიემონიაკის მოთხოვნით. 2017 წელს ხელი მოეწერა განზრახულობის წერილს ორეტაპიანი შესყიდვის შესახებ. პირველი ეტაპი დასრულდა 2018 წლის 28 მარტს, 16.6 მილიარდი ზლოტის (4.65 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების კონტრაქტით, რომელიც ითვალისწინებდა Patriot-ის ორი MIM-104F PAC-3+ ბატარეის შეძენას, რომლებიც აღჭურვილი იყო გამშვები დანადგარებით M903A2  , AN/MPQ-65 რადარებით, PAC-3 MSE საზენიტო რაკეტებით, სატრანსპორტო საშუალებებით, საკომუნიკაციო აღჭურვილობით, ასევე მხარდაჭერისა და წვრთნის სისტემებით.

კითხვის გაგრძელება…

  ნეაპოლში ლეგენდარული „ფეოლა“ იტალიურ ენაზე უჩვენეს – კვარას ფაქტორი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი