კადეტთა სამხედრო ლიცეუმის იუბილესა და ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლებლის 15 წლის იუბილესა და ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. პირად შემადგენლობას სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიმართეს. უწყების ხელმძღვანელებმა ლიცეუმის წარმომადგენლებს, კადეტებსა და მათი ოჯახის წევრებს სასწავლებლის იუბილე და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალი სამხედროების განათლების მხარდაჭერა მთავრობის პრიორიტეტია. მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო გააგრძელებს ლიცეუმის მხარდაჭერას და კადეტების საუკეთესო საცხოვრებელი, ასევე სასწავლო პირობებით უზრუნველყოფას. ამ მიზნით, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ტერიტორიაზე ახალი ყაზარმის მშენებლობა მიმდინარეობს.თავდაცვის ძალების მეთაურმა კადეტთა სასწავლებლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება; ლიცეუმის დირექტორმა კი, ისაუბრა უწყების წარმატებულ საქმიანობაზე, რაც მის მიმართ მზარდ ინტერესს განაპირობებს.

კითხვის გაგრძელება…

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). კადეტთა სამხედრო ლიცეუმის იუბილესა და ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 15 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/კადეტთა-სამხედრო-ლიცეუმი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi