ძლიერი სტიქია კახეთში

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხილი და ვენახი გაანადგურა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერი სეტყვა და ქარი, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და მოსახლეობას მსხმოიარე ვენახები დაუსეტყვა.

თელავის მუნიციპალიტეტში დასეტყვილია სოფლები ნასამხრალი და იყალთო.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა მოგვიანებით გაირკვევა.

ამინდის დღევანდელი პროგნოზის შესაბამისად, უამინდობა კახეთის რეგიონში კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ძლიერი სტიქია კახეთში. 11 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ძლიერი-სტიქია-კახეთში/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi