ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემასაფრანგეთის პარლამენტში მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს

საფრანგეთის პარლამენტში მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი „მიიღებს ფრანსუა ბაირუს გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას“.

ბაირუმ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.

განცხადების თანახმად, მაკრონი ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში დაასახელებს. ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში სხვა დეტალები არ არის მითითებული.

პრეზიდენტი მაკრონი ხვალ პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს შეხვდება, რათა მისი მთავრობის გადადგომა მიიღოს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუსა და მის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ბაირუს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა დღეს საფრანგეთის პარლამენტში გაიმართა, რომელშიც ბაირუ დამარცხდა.

საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში ბაირუს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა 194-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 364, ხოლო 25-მა დეპუტატმა კენჭისყრის დროს თავი შეიკავა.

როგორც „ბიბისი“ წერს, კენჭისყრის შემდეგ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს. საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეუძლია, აირჩიოს ახალი პრემიერ-მინისტრი ან დაითხოვოს პარლამენტი და ჩაატაროს არჩევნები.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ, თავისივე ინიციატივით, მთავრობისადმი ნდობის საკითხის დაყენების შესახებ 25 აგვისტოს განაცხადა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ფრანსუა ბაირუ ვერ ახერხებდა პოლიტიკური ოპონენტების დარწმუნებას, მხარი დაეჭირათ მისი 2026 წლის ბიუჯეტის გეგმისთვის.

როგორც ფრანგული მედია წერს, ფრანსუა ბაირუ თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი იქნება, რომელიც, უნდობლობის ვოტუმის ნაცვლად, ნდობის ვოტუმის გზით გადააყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაირუ თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ხვალ მიმართავს. ბაირუ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ცხრა თვის განმავლობაში იკავებდა.

  იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი