პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებისაკითხავირა ხდება მაშინ, როცა გარდაცვლილი ადამიანის სახელს ბავშვს ვარქმევთ - ნუმეროლოგის განმარტება

რა ხდება მაშინ, როცა გარდაცვლილი ადამიანის სახელს ბავშვს ვარქმევთ – ნუმეროლოგის განმარტება

ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახები ახალშობილს წინაპრების სახელებს არქმევენ. ნუმეროლოგი ვენგო ლომთაძე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში განმარტავს, რამდენად სასურველია ეს და როგორ შევურჩიოთ ახალ სიცოცხლეს სახელი სწორად.

„ვის სახელს ვატარებთ, გარკვეულწილად, იმ ადამიანის კარმას, მის თვისებებს გვინდა, არ გვინდა ვიღებთ. შეიძლება, მის სირთულეებსაც ვატარებდეთ. ძალიან ხშირია, როცა წინაპრის-გარდაცვლილის გარკვეული თვისებები მეორდება შთამომავალში. ყველაფერი თავის თავს იმეორებს – სახელით, გენეტიკით, ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია, კი არ ეწინააღმდეგება, ავსებს. რატომ არ აიღო სხვა ადამიანის და რატომ აიღო, მაინცდამაინც მისი გენეტიკა?!

სხვათა შორის, თუ წინაპარი ახალგაზრდა გარდაიცვალა, სწორედ გარდაცვალების მომენტებს ემთხვევა კრიზისები იმ სახელის მატარებლის ცხოვრებაში. შთამომავალი იმ პერიოდში ოჯახდება ხოლმე… რაღაცები მეორდება ხოლმე.

წინაპრის სახელის შერჩევისას, აუცილებელია გავითვალისწინოთ, ამ ადამიანების მიღწევები, რაში იყო წარმატებული, რას ატარებდა გარდა სახელისა. ეს ყველაფერი შთამომავალზეც გადადის,“ – განმარტა ნუმეროლოგმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

რა ხდება ადამიანის ტვინში სიკვდილის დროს – კვლევა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  მიირთვით ეს გემრიელი კერძი ბრინჯთან ერთად.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი