საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარემ, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ნუკი კოშკელიშვილის კოსმეტიკის ბრენდი „ნუკი კოსმეტიკ“, კერძოდ, ვიტამინების დანამატი გააკრიტიკა.
გიორგი ფხაკაძე წერდა: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუმა დაადგინა, რომ „VITANUKI Beauty Vitamin Blend“ არ აკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს და სტანდარტებს, რის გამოც საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ არ არის რეკომენდებული.
თქვენი ორგანიზაციის სახელით საჯაროდ გავრცელდა ცრუ და შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, თითქოს ჩემს მიერ გავრცელებული მონაცემები პროდუქტის FDA-ს სტატუსზე არასწორია.
მივმართავ თქვენს ორგანიზაციას:
1.ეს განცხადება წარმოადგენს დეზინფორმაციას და რეპუტაციის შელახვას – რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას (მოქალაქეთა სარჩელი ცილისწამებისა და სამომხმარებლო უფლებების დარღვევის შესახებ).
2. თქვენ კომერციული ორგანიზაციის სახელით აკეთებთ განცხადებებს, რომლებიც საზოგადოებას აძლევს მცდარ წარმოდგენას და ამით არღვევთ საქართველოს სარეკლამო და სამომხმარებლო დაცვის კანონმდებლობას.
3.თქვენს მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არა მხოლოდ არ შეესაბამება რეალობას, არამედ აზიანებს ჩემს პროფესიულ რეპუტაციას.
მოვითხოვ:
• დაუყოვნებლივ წაშალოთ ცრუ ინფორმაცია,
• საჯაროდ მოიხადოთ ბოდიში ოფიციალური გვერდიდან,
• წარმოადგინოთ დოკუმენტურად დამტკიცებული ოფიციალური დასტური იმ განცხადებების შესახებ, რომლებსაც ავრცელებთ.
თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, სასამართლოს გზით დავიწყებ შესაბამის სამართლებრივ პროცესს, მათ შორის:
• რეპუტაციის შელახვისა და ცილისწამების საქმეზე,
• საქართველოს საკანონმდებლო ნორმების დარღვევის საფუძველზე,
• ფინანსური და რეპუტაციული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
შენი ამბები. (2025). „გიორგი ფხაკაძე ფულს ითხოვს და თაღლითია“ – სკანდალი გრძელდება: რატომ ემუქრება გიორგი ფხაკაძე ნუკი კოშკელიშვილს სასამართლოში ჩივილით. 5 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გიორგი-ფხაკაძე-ფულს-ითხ/
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. „გიორგი ფხაკაძე ფულს ითხოვს და თაღლითია“ – სკანდალი გრძელდება: რატომ ემუქრება გიორგი ფხაკაძე ნუკი კოშკელიშვილს სასამართლოში ჩივილით [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%a4%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%97%e1%83%ae/
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის.
#აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi