პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებიგიორგი ფხაკაძე: "ნუკი კოშკელიშვილი ცილისწამებისთვის პასუხს სასამართლოში აგებს"

გიორგი ფხაკაძე: “ნუკი კოშკელიშვილი ცილისწამებისთვის პასუხს სასამართლოში აგებს”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი, PHIG – „საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე“, გაერო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ნუკი კოშკელიშვილის კოსმეტიკის ბრენდს „Nuki Cosmetics“-ს ოფიციალური განცხადებით მიმართავს: 

„ოფიციალური განცხადება – Nuki Cosmetics“

„შენი ამბები“ ქრონოლოგიურად გიამბობთ ფაქტებს, თუ რა საკითხს მოჰყვა აღნიშნული გაფრთხილება.
2025 წლის ზაფხულში PHIG-მ, რომლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელიც გახლავთ პროფესორი გიორგი ფხაკაძე, წამოიწყო ახალი პროექტი უსაფრთხო დანამატები საქართველო (SSG) https://supplement.ge/ – საქართველოში გავრცელებული კვებითი დანამატების ხარისხის შესახებ საზოგადოების ინფორმირება. ფხაკაძემ კვებითი დანამატების არაერთი ცნობილი მწარმოებლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია „არარეკომენდებული“ სტატუსით, რასაც აღნიშნული ბრენდების მწარმოებლების, გამავრცელებლებისა და მომხმარებლების მხრიდან დიდი ვნებათა ღელვა მოჰყვა.
როგორც პროფესორმა ფხაკაძემ აღნიშნა, ევროპაში პროფესიონალ გუნდთან ერთად შეიმუშავა რამდენიმეპუნქტიანი ჩეკლისტი სერტიფიკატებისა, რომელსაც აუცილებლად უნდა ფლობდეს კვებითი დანამატების მწარმოებელი კომპანია. არარეკომენდებულთა სიაში მოხვდა ისეთი გავრცელებული დასახელებები, როგორიცაა: „ჰერბალაიფი“, „გრინვეის“ დანამატები, „სოლგარი“, „ფაბერლიკი“ და სხვა… მათ შორის „Nuki Cosmetics“-ს „ვიტა ნუკი“, რადგანაც გიორგი ფხაკაძის განმატებით, აღნიშნულ მწარმოებლებს არ აქვთ გასაჯაროვებული წარმოებული პროდუქციის ხარისხის შესახებ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი სერტიფიკატი. პროფესორი ფხაკაძე არაერთი სტატიითა თუ ფეისბუქლაივით მოუწოდებს როგორც ნუკი კოშკელიშვილს, ასევე კვებითი დანამატების სხვა მწარმოებლებს, რომ წარადგინონ ხარისხის დამადასტურებელი მითითებული სერტიფიკატები (გთხოვთ გაეცნოთ ინფორმაციას სერტიფიკატების შესახებ) .
პროფესორის მტკიცებით, თუ მწარმოებლები აღნიშნულ სერტიფიკატებს წარუდგენენ საზოგადოებას ან „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტს“, მათი პროდუქცია ავტომატურად გადავა „რეკომენდებულ“ პროდუქციათა ჩამონათვალში. გიორგი ფხაკაძის მტკიცებით, მისი ერთადერთი მოტივაცია აღნიშნულ საკითხში, საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ზრუნვაა, რათა მოსახლეობას ჰქონდეს გამჭვირვალე ინფორმაცია იმ კვებითი დანამატების ხარისხის შესახებ, რასაც იღებენ. ფხაკაძე განსაკუთრებით სენსიტიურობით უდგება ფეხმძიმეებისა და ბავშვების მიერ დანამატების მიღების საკითხს…
გიორგი ფხაკაძის ამ მოთხოვნას სერტიფიკატების წარდგენის შესახებ ნუკი კოშკელიშვილის კომპანიამ ოფიციალური პასუხით არ უპასუხა და სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის შეურაცხმყოფელი განცხადება გაავრცელა:
Screenshot
Screenshot

სწორედ ამ შეურაცხმყოფელ ცილისწამებას უპასუხა გიორგი ფხაკაძემ ოფიციალური განცხადებით, რაც სტატიის დასაწყისში გაგაცანით.

  თბილისიდან ატირაუს მიმართულებით პირდაპირი რეისები დაიწყო — რა სიხშირით იფრენს Air Astana

აქვე საგულისხმოა, რომ https://digest.ge/-ზე გავრცელდა ნუკი კოშკელიშვილის სტატია სათაურით: „მე ვარ ერთადერთი ქართველი, რომლის კოსმეტიკას FDA-მ ლიცენზია მიანიჭა“

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ კი კოშკელიშვილს ოფიციალური მიმართვით უპასუხა, რომ FDA კოსმეტიკაზე ლიცენზიას არ გასცემს და აღნიშნული ინფორმაცია მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანია. იხილეთ ვიდეო:


ცნობისთვის:

“უსაფრთხო დანამატები საქართველო (SSG) არის ეროვნული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინიციატივა, რომელსაც ხელმძღვანელობს “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი”. ჩვენი მისიაა, დავიცვათ ადამიანები არასაიმედო, ყალბი ან შეცდომაში შემყვანი საკვები დანამატებისგან და უზრუნველვყოთ, რომ ყოველი პროდუქტი ქართულ ბაზარზე იყოს:

  • მეცნიერულად შეფასებული
  • გამჭვირვალედ მარკირებული
  • საზოგადოებრივად ხელმისაწვდომი

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG) არის რეგისტრირებული როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ა(ა)იპ), რომლის მთავარი მიზანია საჯარო ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოების ინფორმირება.
ა(ა)იპ-ის იურიდიული ფორმა განსაზღვრულია:
🔗 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი – მუხლი 28 და შემდეგი

👉 ეს სტატუსი იძლევა უფლებას, საზოგადოებას მიეწოდოს ფაქტობრივი და საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია (ლოგოები, ფოტოები, ინგრედიენტების ჩამონათვალი და სხვა), მაშინაც კი, როდესაც ის მიღებულია კომერციული კომპანიების ვებგვერდებიდან. ასეთი გამოყენება არ არის კომერციული, ემსახურება მხოლოდ საჯარო ინტერესს, რაც კანონით არის დაცული.

PHIG/SSG-ს, როგორც ა(ა)იპ-ს, აქვს სრული სამართლებრივი უფლება, გამოიყენოს კომერციული წყაროებიდან აღებული საჯარო ინფორმაცია ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ეს უფლება ეფუძნება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ასევე ევროკავშირის რეგულაციებსა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

მედია, ფაქტ-ჩეკი და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთად ქმნიან დამოუკიდებელ კონტროლის მექანიზმს, რომელიც ავსებს სახელმწიფო რეგულაციებს.

👉 სწორედ ამიტომ, საზოგადოებას შეუძლია მიიღოს ინფორმაცია არა მხოლოდ ოფიციალური რეგულატორებისგან (FDA, EFSA, WHO), არამედ ფაქტ-ჩეკ პლატფორმებისა და NGO-ებისგანაც“ – მითითებულია აღნიშნული ინფორმაცია ვებგვერდზე  https://supplement.ge/sample-page/ 

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი