მამუკა მდინარაძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი გუნდით მივალ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავისი გუნდით მივა.

მისი თქმით, გუნდის წევრების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი.

„ჩემი გუნდით მივალ. ვინ იქნება ჩემი გუნდი, ხვალ გაიგებთ. ირაკლი ბერაია აღარ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ბერაია ჩვენი მეგობარია და ძალიან კარგი კადრია, მე ჩემი ხედვები მაქვს, ჩემი გუნდი მყავს, რომელსაც ამ სამსახურში, დარწმუნებული ვარ ძალიან წარმატებით ვამუშავებ. თქვენ [ჟურნალისტებს] ყოველთვის გგონიათ, რომ როდესაც ადამიანი პოზიციას იცვლის, იმას ვინმე რამეს ერჩის, რაც არის არასწორი მიდგომა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე დღეს დაამტკიცა.

- Advertisement -
Ad imageAd image
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მამუკა მდინარაძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი გუნდით მივალ. 3 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მამუკა-მდინარაძე-სახელმ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi