შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოსუდანში მეწყერს, სულ მცირე, 1 000 ადამიანი ემსხვერპლა

სუდანში მეწყერს, სულ მცირე, 1 000 ადამიანი ემსხვერპლა

სუდანში მეწყერს, სულ მცირე, 1 000 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი” აჯანყებულთა დაჯგუფებაზე „სუდანის გათავისუფლების არმიაზე” დაყრდნობით ავრცელებს.

მეამბოხეთა დაჯგუფების ცნობით, მეწყერი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მარას მაღალმთიანი რეგიონის სოფელ ტარასინში მრავალდღიანმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

აჯანყებულების განცხადებით, დასახლებაში სტიქიის შედეგად მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა. “სუდანის გათავისუფლების არმია” გაერო-ს და სხვა რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰუმანიტარული დახმარების თხოვნით მიმართავს.

სუდანის არმიისა და გასამხედროებულ ჯგუფს „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს” შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ, ჩრდილოეთ დარფურიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სწორედ მარას მთიან რეგიონს შეაფარეს თავი.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  Lemonade: "აშშ-ში, უცხოურ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ფედერალური სააგენტო, რომელსაც ილონ მასკი აკრიტიკებდა, კონგრესიდან დაფინანსების შეწყვეტის გამო იხურება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი