ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ჩაკვეტაძემ, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრეცენციია ცენტრი ავრცელებს.

„პირადი მიზეზებით მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელებაში. გულწრფელ მადლობას ვუხდი მინისტრს, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, ჩემდამი გამოცხადებული ნდობისთვის და იმ შესაძლებლობებისთვის, რაც მომეცა ამ მეტად საპასუხისმგებლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად.გუნდსა და სამინისტროს ვუსურვებ წარმატებას რეფორმის გაგრძელებაში, რათა ერთობლივი ძალისხმევით ქვეყანამ მიაღწიოს მთავარ მიზანს – ნარკოდამოკიდებულ პირებს მიეწოდოს ხარისხიანი, რეალურ შედეგზე ორიენტირებული სერვისები,“ –  ლევან ჩაკვეტაძე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. 27 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ფსიქიკური-ჯანმრთელობისა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi