ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი კუპრაძის გამარჯვების შემდეგ, ახალი სტადიონის ასაშენებლად გათვალისწინებული 1...

„თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი კუპრაძის გამარჯვების შემდეგ, ახალი სტადიონის ასაშენებლად გათვალისწინებული 1 მილიარდი ლარი, ავარიული კორპუსების პრობლემის მოგვარებას მოხმარდება“-ალეკო ელისაშვილი

„დაუშვებელია აეროპორტის გზაზე ახალი სტადიონის აშენებას მილიარდი ლარი მოხმარდეს, მაშინ, როცა შესაძლებელია აღნიშნული თანხით ავარიული სახლების პრობლემა დედაქალაქში სრულად აღმოიფხვრას.“ ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი კუპრაძის გამარჯვების შემდეგ, ახალი სტადიონის ასაშენებლად გათვალისწინებული 1 მილიარდი ლარი, ავარიული კორპუსების პრობლემის მოგვარებას მოხმარდება.

„ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში, სადაც უამრავი მომაკვდინებელი საფრთხე და პრობლემაა. 20 ათასი ავარიული სახლია, რომლის გამაგრებაზე არავინ ფიქრობს. ამ სახლებში მცხოვრები ადამიანები იძინებენ და იღვიძებენ სიკვდილის შიშით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რამეს ვაჭარბებ, გამომყვეს და მოვატარებ ფეხდაფეხ ძველ თბილისს და არამხოლოდ ძველ თბილისს, იმიტომ, რომ კორპუსებიც ავარიულია. საერთოდ ადამიანებს დაძინების, წვიმის ეშინიათ, რომ ეს სახლები თავზე არ დაემხოთ. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ადგეს და გაამაგროს, 8 წელი ჰქონდა კალაძეს ეს პრობლემა რომ მოეგვარებინა, 4 წელი მანამდე ნარმანიას ჰქონდა, ჯამში 12, ამის ნაცვლად რას აკეთებენ? – მოიგონეს ახალი აბსოლუტურად არასაჭირო პროექტი. თბილისში არის ორი სტადიონი, ისტორიული დინამოს სტადიონი, მეორე ვაკეში, ყოფილი ლოკომოტივის, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი. რაგბისა და ფეხბურთის ჩვენი ეროვნული ჩემპიონატისთვის, აბსოლუტურად საკმარისია, მაგრამ მოიფიქრეს ახალი რამ – აეროპორტის გზაზე 876 მილიონად უნდა ააშენონ 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონი. ვის რაში სჭირდება ეს სტადიონი?! თითქმის, მილიარდი უნდა დახარჯონ იმაში, რომელიც არავისთვის საჭირო არაა. სტადიონები გვაქვს, ჩემპიონატი გვაქვს და 5 კაცი ძლივს ესწრება იმ ჩემპიონატს. კარგი იქნება მეტი დაესწროს… უამრავი პრობლემაა, ამ 1 მლრდ ლარად მოგვარდებოდა მთლიანად ავარიული სახლების პრობლემა, მაგრამ არა! ჯერ ერთი მილიარდიდან, როგორც ჩანს, ნახევარი უნდა მოიპარონ და ფურთხით ააშენონ, როგორც აშენებენ ყველაფერს და მეორე, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თბილისის ისტორიაში ყველაზე გაუმაძღარი და მექრთამე მერის, კალაძის გარემოცვაში, არიან ღორი, „ცეხავიკი“ დეველოპერები, რომლებიც დიდი ხანია ამ სტადიონს უტრიალებენ. წარმოიდგინეთ რამხელა ტერიტორიაა, სტადიონი და მიმდებარე ტერიტორია და ისინი არწმუნებენ კალაძეს, უნდათ ამათ ჩვენ დაგვარწმუნონ და მოგვატყუონ, რომ ვითომ ისეთი ავარიულია დინამოს სტადიონი, რომ ამის გამაგრება არ შეიძლება. არადა, მილიარდად ახალი რაღაც უნდა ააშენონ. ამ სტადიონის დანგრევა უნდათ და არც მეტი არც ნაკლები, აქ კორპუსების აშენება. ეს არის დაუშვებელი ამბავი. დაუშვებელია, როგორც იმ სტადიონის აშენება და ფულის გადაყრა უაზრობაში, დაუშვებელია, განსაკუთრებით ის, რომ ისტორიული სტადიონი დაინგრეს და აქ კორპუსები აშენდეს. ეს არ მოხდება. კალაძე ამას ვერ განახორციელებს, იმიტომ, რომ კალაძის მერობის ვადა დამთავრდება 4 ოქტომბერს და კუპრაძის მერობის ვადა რომ დაიწყება, ეს სტადიონი გამაგრდება და ის მილიარდი ლარი მოხმარდება ავარიული სახლების გამაგრებას“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

  ბარბარე დემეტრაშვილი — 14 წლის ქართველი გოგონა, რომელიც პეკინში საქართველოს კულტურას ამაყად წარადგენს ️

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში ახალი, უეფას IV კატეგორიის სტადიონის პროექტირებისა და მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი იქნება თანამედროვე მრავალფუნქციური არენა, სადაც გაიმართება ფეხბურთისა და რაგბის მატჩები, კონცერტები და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიებები. სტადიონი შეძლებს ჩემპიონთა ლიგის და სხვა მაღალი დონის მატჩების მასპინძლობას.

სტადიონის ტერიტორიაზე, ასევე, გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციონირება. იგეგმება საკონფერენციო, საგამოფენო, დასასვენებელი ზონების, მუზეუმისა და სავაჭრო სივრცის მოწყობა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.