მამუკა ჩარკვიანს 24 აგვისტოს დაკრძალავენ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ქართველ მუსიკოსსა და კომპოზიტორს, მამუკა ჩარკვიანს 24 აგვისტოს დაკრძალავენ. მანამდე კი პანაშვიდი 22 და 23 აგვისტოს შემდეგმისამართზე გაიმართება: ზ. ბოლქვაძის 3 (დოლიძეზე ეკლესიასთან შესახვევი).

მამუკა ჩარკვიანს 14:00 საათზე ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ.

ცნობისთვის, ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მამუკა ჩარკვიანს მიღებული აქვს სიმღერის ფესტივალ “ლიგას” პირველი პრემია – ნომინაცია ქართული ტრადიციული სიმღერა – სიმღერისთვის “მწვანე რტოები” (1996), XX საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი სიმღერისთვის “მაღლა და მაღლა” (1999), ოქროს დისკი ნომინაცია – წლის საუკეთესო სიმღერა – სიმღერებისთვის: “ჩემი აღარა ხარ”, “გაზაფხული, “აპრილი” და “დედის ჯერი”. 2014 წლის 10 მაისს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი. 2023 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. 2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

- Advertisement -
Ad imageAd image
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მამუკა ჩარკვიანს 24 აგვისტოს დაკრძალავენ. 22 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მამუკა-ჩარკვიანს-24-აგვისტ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi