იუსტიციის სახლი ჩვეულ რეჟიმში, შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას. ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.
„გლობალური ხარვეზი, რომლის გამოც იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებული იყო სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემის პროცესი, აღმოფხვრილია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ტექნიკური ხარვეზის გამო იუსტიციის სახლის ფილიალებში გლობალური გარკვეული სერვისების გაცემა შეფერხებული იყო.