შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„უკრაინა მზად არის, რუსეთთან ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზა გამონახოს“-ვოლოდიმირ ზელენსკი

„უკრაინა მზად არის, რუსეთთან ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზა გამონახოს“-ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, რუსეთთან ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზა გამონახოს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ კიევს მოსკოვთან და ვაშინგტონთან სამმხრივი შეხვედრა სურს.

კითხვაზე, მზად არის თუ არა უკრაინა, „გადააკეთოს რუკები“ სამშვიდობო შეთანხმებაში, ან „კიდევ რამდენიმე წელიწადი გააგზავნოს უკრაინელი ჯარისკაცები სასიკვდილოდ“, ზელენსკიმ პირდაპირ არ უპასუხა, თუმცა ომის შესაჩერებლად მიმართული, ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევა შეაქო.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ყოველდღიურ რუსულ თავდასხმებთან ერთად უწევს ცხოვრება, რა დროსაც ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებული ბოლო იერიში.

„ჩვენ გვჭირდება ამ ომის შეჩერება, რუსეთის შეჩერება. და ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისგან“, – განაცხადა მან.

„ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამერიკის შეერთებული შტატების, პირადად პრეზიდენტ ტრამპის იდეას – შევაჩეროთ ეს ომი, გამოვნახოთ ამ ომის დასრულების დიპლომატიური გზა“, – დასძინა მან.

  ChatGPT მომხმარებლებთან რომანტიკულ ურთიერთობებს წყვეტს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი