პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„წავიდა ქალბატონი ვანდა თავის მეუღლესთან, ბატონ რობერტ ბარძიმაშვილთან... წავიდა ჩემი ლევანიკოსგან ძალიან...

„წავიდა ქალბატონი ვანდა თავის მეუღლესთან, ბატონ რობერტ ბარძიმაშვილთან… წავიდა ჩემი ლევანიკოსგან ძალიან გულდაწყვეტილი…“ – მელიტა ფურცელაძე

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში წერს, გარდაიცვალა ეპოქალური მომღერლის, რობერტ ბარძიმაშვილის მეუღლე, ვანდა ანთიძე.

„დღეს წავიდა ქალბატონი ვანდა თავის მეუღლესთან, ბატონ რობერტ ბარძიმაშვილთან. წავიდა ჩემი ლევანიკოსგან ძალიან გულდაწყვეტილი და გულდამძიმებული ადამიანი, რომელსაც ერთი დღეც არ დავიწყებია ჩემი შვილი.

წავიდა ძალიან სათნო და კეთილი ქალბატონი, რომელმაც ბატონი რობერტის გარდაცვალების შემდეგ ღირსეულად გააგრძელა მისი დაწყებული საქმე და უამრავი თაობა გაუზარდა ქართულ ესტრადას და საქართველოს, სწორ და მართალ გზაზე დააყენა ბევრი ახალგაზრდა, შეაყვარა ქართული სიმღერა და დღემდე ამ საქმეს აგრძელებდა ქალბატონ ნანა გოგიშვილთან ერთად. მარტო ანსამბლ „ბარძიმის“ ბიჭების ურთიერთობა და მეგობრობა რად ღირს, ამაში ხომ ქალბატონი ვანდას დიდი დამსახურებაა. 22 წელი გავიდა ბატონი რობერტის გარდაცვალებიდან და ამ წლების მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა ბიჭებთან ურთიერთობის გარეშე, რა თქმა უნდა ლევანიკოსთან ერთად. დიდი მადლობა ქალბატონო ვანდა. ყველას მაგიერ მე გიხდით მადლობას. უფალმა დაგიმკვიდროთ მარადიული სასუფეველი, ნათელში იყავით, ვალმოხდილი მიბრძანდებით“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

  სასულიერო პირებისა და ფსიქოლოგების მიერ ნარკოდამოკიდებულების შესახებ ლექცია-სემინარები ჩატარდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი