შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემამზია ამაღლობელი დღეს სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს

მზია ამაღლობელი დღეს სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა დღეს გაგრძელდება.

მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს.

ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად ბათუმის საქალაქო სასამართლოს გარე პერიმეტრზე იკრიბებიან ამაღლობელის კოლეგები, მეგობრები და მხარდამჭერები.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სხდომა პირველ აგვისტოს ცხრა საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც მხარეებმა რეპლიკების უფლებით ისარგებლეს. როგორც მწარიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მზია ამაღლობელი ფეხზე იდგა მთელი დღე და წარმოუდგენელი იქნებოდა ამ დროს საბოლოო სიტყვის შეთავაზება.

მზია ამაღლობელი სამართალდამცველებმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ხელმეორედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  ბირთვული მასალის, კერძოდ, ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე დაკავებულია საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე - სუსმა ტრანსნაციონალური დანაშაული აღკვეთა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი