პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ქუჩების მორეცხვის სამუშაოები ყოველდღიურად გრძელდება“-თბილისის მერია

„ქუჩების მორეცხვის სამუშაოები ყოველდღიურად გრძელდება“-თბილისის მერია

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის ქუჩების სპეცმანქანებით მორეცხვას ინტენსიურად განაგრძობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ამჯერად საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირი (მეტროსადგურ „დელისამდე“), ყაზბეგისა და პეკინის გამზირები, ასევე კოსტავასა და შარტავას ქუჩები მოირეცხა.

„ადგილზე იმყოფებოდნენ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა და საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე.

„ზაფხულის ცხელ დღეებში დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია გზების მორეცხვა. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით ყოველდღიურად სხვადასხვა ქუჩასა და გამზირზე ასრულებენ ამ ტიპის სამუშაოებს. ქუჩების მორეცხვა გვიან, ღამის საათებში და გამთენიისას სრულდება, იმისათვის, რომ არ შეფერხდეს საგზაო მოძრაობა და უსაფრთხოება იყოს დაცული“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

საბურთალოს რაიონის ქუჩებზე, გზის სავალი ნაწილის გარდა, კონტეინერები და მიწისქვეშა გადასასვლელებიც მოირეცხა. ასევე, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების ვაკის რაიონის საგზაო მონაკვეთზეც (მეტროსდაგურ „დელისის“ შემდეგ) რეგულარულად სრულდება მორეცხვის სამუშაოები“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ვარჯიშს შეუძლია, გააახალგაზრდავოს თქვენი გული - გიორგი ფხაკაძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი