შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამეგა შოუს „ვინ ვინ არის“ მეოთხე სეზონის გამარჯვებული გახდა კენგურუ, რომლის ნიღაბი...

მეგა შოუს „ვინ ვინ არის“ მეოთხე სეზონის გამარჯვებული გახდა კენგურუ, რომლის ნიღაბი გია ბაღაშვილს ჰქონდა მორგებული

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მეოთხე სეზონის ფინალური ტური გაიმართა.

მეგა შოუს გამარჯვებული გახდა კენგურუ, რომლის ნიღაბი გია ბაღაშვილს ჰქონდა მორგებული.

ფინალში ერთმანეთს ოთხი კონკურსანტი დაუპირისპირდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო.

გრანდიოზულ საფინალო სანახაობას საპატიო სტუმრები, პროექტის განვლილი სეზონების მონაწილეებიც ესწრებოდნენ.

„ვინ ვინ არის?“ სამი თვის განმავლობაში მთავარი კითხვა იყო. დეტექტივის როლს კი „იმედის“ მაყურებელი ასრულებდა. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი 12 კონკურსანტი „დეტექტივ-ჟიურის“ წინაშე სცენაზე შენიღბული გამოდიოდა და მუსიკალურ ნომრებს წარმოადგენდა.

რეიტინგის საიდუმლო პროექტის იდუმალებაშია – კონკურსანტებისთვის მეტოქეების, პერსონალური პროდიუსერებისთვის კი საკუთარი კონკურსანტების ვინაობა უცნობი იყო.

შოუს მონაწილე სუპერ ვარსკვლავებს ამ სივრცეში მანტიის და ნიღბის გარეშე გამოჩენა ეკრძალებოდათ. კოსტიუმებს პირად კარავში ირგებდნენ და სცენაზე გადიოდნენ. ნიღაბს მიღმა შესაძლოა მსახიობი, მუსიკოსი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი ან ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენელი ყოფილიყო დამალული. ვოკალური მონაცემების, სამსახიობო ოსტატობისა და აზარტულობის გარდა, შოუში მოხვედრის მთავარი კრიტერიუმი მაღალი პოპულარობა იყო.

  როგორ მოვუაროთ მცენარეებს ზაფხულში - როგორ მოვახერხოთ მორწყვა, როდესაც ქალაქიდან წასვლა დიდი ხნით გვიწევს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი