პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიწარსულში გადაუხდელი ვალების გამო, როგორ ექცევა მშობლებს ცუდი შვილი

წარსულში გადაუხდელი ვალების გამო, როგორ ექცევა მშობლებს ცუდი შვილი

გადაუხდელი ვალები წარსული ცხოვრებიდან – ყველა, ვინც კი არსებობს ჩვენს ცხოვრებაში: დედ-მამა, და-ძმა თუ ნათესავი, მეგობარი და ნაცნობი, ჩვენივე წარსულიდან, სწორედ „გადაუხდელი ვალების დასაბრუნებლად“ შემოდის ახლანდელ რეალობაში. რა მოტივაციით იბადება ხელახლა ადამიანი და რის ფასად იკმაყოფილებს ის ამ სურვილს, ყველაფერს შეიტყობთ ჩვენი ეზოტერიკოსი სტუმრის, ბატონი ომარ ფ-სგან.

– დავიწყებ გაფრთხილებით, ვისგანაც წარსულ ცხოვრებაში სესხი აიღეთ, ამ ცხოვრებაში თქვენი ნათესავები ხდებიან და საკუთარი დოვლათის ნაწილს გართმევენ. მათ შორის შეიძლება ისეთიც იყოს, ვისაც ქონება უკანონოდ ჩამოართვით. ყველა ახლო ნათესავი – მშობლები, და-ძმა, მეუღლე და მსახურებიც კი, – ჩვენივე წარსულიდან შემოდიან აწმყოში და სწორედ ზემოთ ნახსენები გადაუხდელი ვალების „დასაბრუნებლად“ ერთვებიან ჩვენს ახლანდელ ყოფაში… თითოეული მათგანი იმ მოტივის შესაბამისად იბადება, სიკვდილის ჟამს რომ დომინირებდა მასში. ახლანდელი დაბადების პერიოდში ის ამ მოტივაციას იკმაყოფილებს, თუმცა საშინელი ტკივილის ფასად, რის შემდეგაც სხვა სამყაროში გადადის…

– ვინ რა სტატუსით ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში?

– ვინც წარსულ ცხოვრებაში ქონება მოტყუებით დაკარგა, ხელახალი დაბადებისას მშვენიერი და კეთილგანწყობილი ვაჟია. თუმცა შემდეგ, მიაყენებს რა გაუსაძლის ტკივილს მშობლებს, მიწიერ განზომილებას ტოვებს… ხოლო, ვისაც წინა ცხოვრებაში თავად ჰქონდა ვალი და მის გადაუხდელად გარდაიცვალა, აწმყოში მამა, ძმა, ცოლი (მეგობარი და ასე შემდეგ) ხდება კრედიტორის ოჯახში. საშინლად იქცევა. ცუდ დამოკიდებულებაშია ოჯახის წევრებთან, უხეშად მიმართავს მათ და არაფრის მაქნისი, სხვის ხარჯზე ტკბება ცხოვრებით. ასეთი ადამიანი ოჯახის კეთილდღეობას ქარს გაატანს… რაც შეეხება ბავშვებს, წარსულში გადაუხდელი ვალების მიხედვით სამ კატეგორიად შეიძლება დავყოთ. ცუდი შვილი – ოჯახში მტერივით იქცევა, სძულს მშობლები, დასცინის და აკრიტიკებს მათ.

დაქორწინების შემდეგ კი, ის კვლავ აგრძელებს მშობლების მოტყუებას… კარგი შვილი: ყოველთვის ემორჩილება მშობლებს და როცა გაიზრდება, არც მაშინ ავიწყდება მათზე ზრუნვა: მოვლასა და სითბოს არ აკლებს და ყველანაირად ცდილობს, გაახაროს ისინი. მშობლების გარდაცვალების შემდეგ კი, ყველა საჭირო რიტუალს ზედმიწევნით ასრულებს, რათა ბედნიერება იმქვეყნადაც არ მოაკლოს. საშუალო შვილი: ის არც ბედნიერი და არც უბედურია მშობლებთან ცხოვრების გამო – არც მათზე ზრუნვით იკლავს თავს და არც მათგან ითხოვს რამეს. ყოველივე ზემოაღნიშნული შეიძლება სხვა ურთიერთობებსა და კავშირებზეც გავრცელდეს ადამიანის ცხოვრებაში. ყველაფერი, რაც კი აწმყოში ხდება, წინა ცხოვრებაში ჩადენილი ქმედებების შედეგია. აქედან მორალი ასეთია: ნუ შეგშურდებათ სხვისი სიმდიდრის. ნებისმიერი კარმა ბუმერანგივით უკან ბრუნდება… განაგრძეთ კითხვა

  კურორტი გოდერძი აჭარის ყველაზე ლამაზი და მაღალ მთიანი ადგილი

დაგაინტერესებთ: “მთლიანი თანხა აიღო და კაზინოში გადარიცხა… თამაშობდა. ალბათ, წააგო” – მარიამ ტატანაშვილი ამბობს, რომ მკურნალობისთვის შეგროვებული თანხა უახლოესმა ადამიანმა მოჰპარა

წაიკითხეთ: „სახლი არ მქონდა – ბედნიერი ვიყავი, ქირით ვცხოვრობდი – ბედნიერი ვიყავი, სულ ბედნიერი ვარ” – გია ჯაჯანიძე

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი