მერილინ მონრო სიცოცხლეშივე ჰოლივუდის ლეგენდად და ერთგვარ ენიგმად იქცა, წლებთან ერთად კი მის მიმართ ინტერესმა არა თუ იკლო, არამედ კიდევ უფრო მეტად გამძაფრდა.
უამრავმა ავტორმა და რეჟისორმა სცადა მერილინის ფენომენის ამოხსნა; შეიქმნა წიგნები, შემდეგ მათ მიხედვით — ფილმები და სერიალები, რომლებშიც ამერიკელი სექსსიმბოლოს როლი სხვადასხვა ცნობილმა მსახიობმა მოირგო.