პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოვერა რუბინის ობსერვატორიამ პირველი ფოტოები გამოაქვეყნა

ვერა რუბინის ობსერვატორიამ პირველი ფოტოები გამოაქვეყნა

ჩილეში მდებარე ახალმა ობსერვატორიამ თავისი პირველი სურათები გამოაქვეყნა. ვერა სი რუბინის ობსერვატორიაში მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ციფრული კამერა მუშაობს, რომლის მეშვეობითაც მეცნიერები სამყაროს შესახებ ჩვენი წარმოდგენის შეცვლას აპირებენ.

ტელესკოპს უპრეცედენტო შესაძლებლობები აქვს – შეიხედოს სამყაროს ბნელ სიღრმეებში და აღმოაჩინოს ყველაზე მცირე ობიექტებიც კი, მაგალითად ასტეროიდები.

ობსერვატორიის ერთ ფოტოზე ფერადი გაზისა და მტვრის ვრცელი ღრუბლები ტრიალებს ვარსკვლავების წარმოქმნის რეგიონში, რომელიც დედამიწიდან 9 000 სინათლის წლით არის დაშორებული, მეორეზე კი გალაქტიკები და მილიონობით ვარსკვლავია აღბეჭდილი.

სპეციალისტები გეგმავენ, რომ ობსერვატორიის მეშვეობით აღმოაჩინონ ახალი ასტეროიდები, პლანეტები და უპასუხონ მნიშვნელოვან კითხვებს ბნელი მატერიის შესახებ – იდუმალი სუბსტანციის, რომელიც ჩვენი სამყაროს უდიდეს ნაწილს იკავებს. პროექტი სამხრეთ ნახევარსფეროს ცაზე დაკვირვებას 10 წლის განმავლობაში ითვალისწინებს.

ობსერვატორიის მშენებლობას 20 წელზე მეტი დასჭირდა. ეს პირველი ობსერვატორია, რომელსაც სახელი ქალი მეცნიერის პატივსაცემად დაარქვეს.

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ტრამპი: ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი