„უკრაინაში ომის მოლაპარაკებების გზით დასრულება ტრამპის პრიორიტეტად რჩება“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

უკრაინაში ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრიორიტეტად რჩება, – აღნიშნულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან განიხილა ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის განმტკიცების და ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავების არდაშვების საკითხები. რუსულ-უკრაინულ ომზე საუბრისას სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტ ტრამპის პრიორიტეტად მოლაპარაკებების გზით მისი დასრულება რჩება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „უკრაინაში ომის მოლაპარაკებების გზით დასრულება ტრამპის პრიორიტეტად რჩება“. 15 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/უკრაინაში-ომის-მოლაპარა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi