პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიომოლდოვამ უარი თქვა რუსეთის მიერ დეპორტირებული იმ უკრაინელების გატარებაზე, რომლებიც საქართველოს საზღვართან...

მოლდოვამ უარი თქვა რუსეთის მიერ დეპორტირებული იმ უკრაინელების გატარებაზე, რომლებიც საქართველოს საზღვართან ჩარჩნენ

რუსეთის მიერ დეპორტირებული თითქმის 60 უკრაინელი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჩარჩა და იძულებულია, სარდაფში იცხოვროს ქუჩაში გასვლის უფლების გარეშე, რადგან მათ მოლდოვის გავლით გზის გაგრძელების საშუალება არ აქვთ, – ამის შესახებ BBC წერს.

ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, მათ შორის არიან როგორც ყოფილი პატიმრები, რომლებიც რუსეთმა უკრაინული ციხეებიდან რუსეთის კოლონიებში გაიყვანა, ასევე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებნი.

მედიის ცნობით, რუსეთში დაბრუნება მათ აკრძალული აქვთ, მაგრამ ისინი გზას ვეღარ აგრძელებენ. როგორც BBC წერს, ერთადერთი გამოსავალი უკრაინაში დაბრუნებაა საქართველოსა და მოლდოვის გავლით. მაგრამ ივლისის დასაწყისიდან ეს მარშრუტიც ჩაკეტილი აღმოჩნდა, როგორც ამას უფლებადამცველები ამბობენ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  სომხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებაზე კანონპროექტს ხელი მოაწერა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი