აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი განიხილავს უკრაინისთვის JASSM-ის ტიპის საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების მიწოდების შესაძლებლობას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Military Watch Magazine-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო კომპლექსებისთვის რაკეტებს გადასცემს. მან ასევე მიანიშნა, რომ კიევმა შესაძლოა სხვა შეიარაღებაც მიიღოს.
გამოცემაში აღნიშნეს, რომ JASSM-ის ტიპის რაკეტების ექსპლუატაცია 2003 წლიდან დაიწყო. მათ აქვთ 450 კგ წონის ქობინი და მაღალი დამიზნების სიზუსტე.
ჟურნალისტებმა დასძინეს, რომ ამჟამად JASSM-ის ტიპის რაკეტებს ოთხი ქვეყანა ფლობს, მათ შორის პოლონეთი, რომელმაც 110 ასეთი რაკეტა მიიღო თავისი F-16 ტიპის გამანადგურებლებისთვის.
აშშ მკაცრ საექსპორტო პოლიტიკას ატარებს, რადგან ამ რაკეტების შეძენის მოთხოვნა სამხრეთ კორეისგან უარყოფილი იყო.