ზიმბაბვეში, პოპულაციის კონტროლის მიზნით, ათობით სპილო დაიხოცება და ხორცი მოსახლეობას დაურიგდება. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
ზიმბაბვეს პარკებისა და ველური ბუნების მართვის სამსახურმა ნებართვა გასცა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დიდ კერძო ნაკრძალში Save Valley Conservancy-ში, “სპილოების პოპულაციის მართვის საქმიანობა განხორციელდეს“.
“მართვის კვოტა მიზნად ისახავს რეგიონში სპილოების მზარდი პოპულაციის პრობლემის მოგვარებას და თავდაპირველად 50 ინდივიდით იქნება დადგენილი“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2024 წლის საჰაერო კვლევის თანახმად, Save Valley Conservancy-ში 2 550 სპილო ბინადრობს, თუმცა პარკის ეკოლოგიური ტევადობა მხოლოდ 800-ს ერთეულს შეადგენს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). 50 სპილოს მოკვლის ბრძანება გასცეს – ხორცი მოსახლეობას დაურიგდება. 14 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/50-სპილოს-მოკვლის-ბრძანება/
