მარტა ბარამიძე, საზოგადოებისთვის ცნობილი პროექტ “მასტერშეფიდან” და სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან” გახდა. გამორჩეული გარეგნობის წყალობით ის ყოველთვის იპყრობდა ყურადღებას. თუმცა, მისი ისტორია მხოლოდ ეკრანული წარმატებით არ შემოიფარგლება. წლების წინ მან საჯაროდ ისაუბრა საკუთარ მძიმე ცხოვრებაზე, იმაზე, რომ ნაშვილები იყო და აღმზრდელი მშობლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახლდათ.
დღეს დილით, მარტა ბარამიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, რამდენიმე ხნის წინ მიღებული თავის ტრავმის შედეგად ტვინში სისხლის გაჟონვა დაემართა, რის გამოც სასწრაფო რეაბილიტაცია და დრენაჟის ჩადგმა ესაჭიროება.
“გამარჯობა მეგობრებო, რამდენიმე ხნის წინ მქონდა ძალიან დიდი ტრავმა თავზე, გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა რომ სისხლის გაჟონვა წავიდა ტვინში..! სასწრაფოდ მესაჭიროება რეაბილიტაცია და აღარც მორიდებას ვერიდები :(( დღესვე უნდა დავწვე კლინიკაში რომ ჩამიდგან დრენაჟი.. აქვე დავურთავ ჩემს ანგარიშს.. თქვენი გვერდში დგომა მჭირდება ყველაზე მეტად.. შეიძლება უბრალოდ მოვკვდე თუ დროზე არ მივალ მჭირდება ჯამში 5000 ლარი”, – წერს მარტა.
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის.
#აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi