პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისიდასაქმება ✨️ ნულიდან ნახევარ მილიონამდე მომხმარებელი – როგორ ეხმარება ანა ნამგალაძე ათასობით...

დასაქმება ✨️ ნულიდან ნახევარ მილიონამდე მომხმარებელი – როგორ ეხმარება ანა ნამგალაძე ათასობით ადამიანს სამსახურის პოვნაში

დასაქმება ✨️

ამჯერად გაგაცნობთ ანა ნამგალაძის ისტორიასრომელიც ათასობით სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის დამაკავშირებელ ხიდად იქცა. Facebook ჯგუფებიდან დაწყებული საქმე დღეს უკვე 15 ჯგუფს და ნახევარ მილიონამდე წევრს მოიცავს. ანა გვიამბობს, როგორ გაჩნდა იდეა, როგორ ვითარდება მისი საქმიანობა და რა ტიპის თანამშრომლობას გეგმავს მედიაჰოლდინგ Sheniekimi.ge-სთან. 

– ანა, გვიამბეთ, როგორია თქვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება?
– უკვე ორი წელია, რაც ვმართავ ფეისბუქ ჯგუფებს, სადაც ვცდილობ, რომ დამსაქმებლები და სამუშაოს მაძიებლები ერთმანეთს დავაკავშიროთ. თუ ვინმე გვწერს, რომ კონკრეტული პოზიცია ან სფერო აინტერესებს, ვეძებთ შესაბამის ვაკანსიას. ასევე თანამშრომლობთ კომპანიებთან – ვეხმარებით მათ ვაკანსიების გავრცელებაში.

– მხოლოდ facebook -ზე მუშაობთ, თუ პლატფორმა სხვაგანაც გაქვთ?
– გვაქვს ვებსაიტიც, თუმცა ძირითადად მუშაობა facebook-ზე ხდება. ჯგუფებში კომუნიკაცია გაცილებით სწრაფი და ეფექტურია.

– როგორ გაგიჩნდათ ეს იდეა? მარტო აკეთებთ ამ საქმეს, თუ გუნდი გყავთ?
– მე ვაკეთებ… ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობის პარალელურად, როცა კადრის მოძიება გამიჭირდა, შევქმენი ჯგუფი. აღმოჩნდა, რომ მსგავსი მდგომარეობა ბევრს ჰქონდა და ნელ-ნელა გაიზარდა ჯგუფების რაოდენობა. ახლა უკვე მაქვს 15 ჯგუფი და ჯამში დაახლოებით 500 000 წევრი.

– რეალურად რამდენად ხშირად აღწევთ ადამიანთა დასაქმების შედეგს?
– არ არის მარტივი. განსაკუთრებით დაბალანაზღაურებად პოზიციებზე რთულია, რადგან თითქმის ყველა კომპანია ერთნაირ ხელფასს სთავაზობს კანდიდატებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ვახერხებთ ადამიანებისთვის შანსის მიცემას.

– დამსაქმებლებსაც თქვენ ეძებთ თუ თავად გაწვდიან ინფორმაციას?
– ორივე მიმართულებით. ზოგჯერ ჩვენ ვუკავშირდებით დამსაქმებლებს და ვთავაზობთ ვაკანსიების გამოქვეყნებას. ასევე ხშირად თავად კომპანიებიც გვწერენ, გვიგზავნიან ვაკანსიას და შემდეგ ვთანხმდებით პირობებზე.

– ანაზღაურებას, ალბათ, იღებთ ამ საქმიანობისთვის…
– დიახ, ვიღებთ მინიმალურ ანაზღაურებას თანამშრომლობისთვის…

– რომელი სფეროს ვაკანსიებია ყველაზე ხშირი და მოთხოვნადი?
– ძირითადად წინა ხაზის პოზიციებია: მოლარე-კონსულტანტები, დამლაგებლები… ამ პოზიციებზე ანაზღაურება დაბალია, რის გამოც პერსონალის ცვლილება ხშირია, შესაბამისად, ვაკანსიებიც ხშირად ახლდება.

  აბანოთუბანი — თბილისური ლეგენდის ცოცხალი კერა

– მიმტანების პოზიციაზე როგორია მდგომარეობა?
– ზაფხულის ტურისტულ სეზონში მოთხოვნა ძალიან იზრდება და კადრების პოვნა რთულდება. სხვა სეზონებზე შედარებით მარტივია…

– და ბოლოს, როგორ აპირებთ ჩვენს მედიაჰოლდინგთან –  Sheniekimi.ge-სთან თანამშრომლობა?
– თქვენ ძალიან საინტერესო პლატფორმა გაქვთ  https://cv.sheniekimi.ge/, სადაც სამედიცინო მიმართულების ვაკანსიებს აქვეყნებთ,  თქვენს სიახლეებსა და ვაკანსიებს ჩვენდ ჯგუფრბდი გავავრცელებთ, თქვენ კი ჩემის დასაქმების ჯგუფებდ გაუწევთ პოპულარიზაციას.

გმადლობთ! იმედია, ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგება.

დასაქმების Facebook ჯგუფებს ნახავთ აქ:

https://www.facebook.com/share/g/1CKjZuTvDt/

https://www.facebook.com/share/g/16WEuvY2PB/

https://www.facebook.com/share/g/16iKegLe94/

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი