ლიეტუვა პოლონეთისაგან GROM- ტიპის გადასატან საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს ყიდულობს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

2025 წლის 3 ივლისს, პოლონურმა MESKO S.A.-მ ლიეტუვასთან კონტრაქტი გააფორმა GROM გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების ყიდვის შესახებ, რომელიც რეგიონულ საჰაერო თავდაცვის კონცეფციას აძლიერებს.

ნატოს აღმოსავლეთ ფლანგთან რეგიონული უსაფრთხოების დაძაბულობა გრძელდება, ლიეტუვამ გააძლიერა სამხედრო მოდერნიზაციის პროცესი, მკაფიო აქცენტით მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებზე. GROM რაკეტების 28 მილიონი ევროს ღირებულების გარიგება არა მხოლოდ კიდევ ერთ შესყიდვას, არამედ ეროვნული და რეგიონული შეკავების გაძლიერების სტრატეგიულ ნაბიჯს წარმოადგენს. ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს უახლესი შენაძენი ასახავს ლიეტუვას გადაწყვეტილებას, შეავსოს ხარვეზები მის მრავალშრიან საჰაერო თავდაცვის ქსელში.

პოლონური MESKO S.A.-ს მიერ შემუშავებული GROM სისტემა არის  გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი  რომელიც შექმნილია დაბალი სიმაღლეზე  მფრენი  საჰაერო სამიზნების  როგორიცაა ვერტმფრენები, დრონები და ახლო საჰაერო მხარდაჭერის თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლველად.GROM რაკეტა იყენებს ერთსაფეხურიან 72 მმ-იან მყარი საწვავის  ძრავიან რაკეტას  და ინფრაწითელ თვითდამიზნების თავს სამიზნეების ჩასაჭერად, საზენიტო რაკეტის ფრენის სიჩქარე 650 მ/წმ-აღწევს. სროლის სიშორე  5.5 კმ-მდე, სროლის სიმაღლე  3.5 კმ ია საზენიტო რაკეტის საბრძოლო ნაწილი  1.35 კგ- იანი მაღალი ასაფეთქებელი ქობინით, რომელიც შექმნილია საჰაერო საფრთხეების ზუსტად გასანეიტრალებლად. კითხვის გაგრძელება

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ლიეტუვა პოლონეთისაგან GROM- ტიპის გადასატან საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს ყიდულობს. 5 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ლიეტუვა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi