ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიამშვიდებს ნერვულ სისტემას, აწესრიგებს ძილსა და მადას - ინფორმაცია ჯადოსნური მცენარის შესახებ

ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აწესრიგებს ძილსა და მადას – ინფორმაცია ჯადოსნური მცენარის შესახებ

ხალხურ მედიცინაში ქრისტესისხლას რძეწვენს ხმარობენ მეჭეჭების,პიგმენტური ლაქების, კოჟრების მოსაშორებლად. წყლულების, ჭრილობების, სირსველის, დანაყარის და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ ნახარშებსა და ნაყენებს იყენებენ, ღვიძლის, ნაღვლის სადინარების დაავადების დროს როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას. ქრისტესისხლას ნახარშს იყენებენ ცხვირში და ყელში გამოსავლებად პოლიპების დროს.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ ქრისტესისხლა შხამიანი მცენარეა და მისი ნაყენისა და გამონაწვლილის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, ადამიანის მოწამვლა (თავბრუსხვევა, გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი). ამიტომ, მისი გამოყენების დროს, საჭიროა დიდი სიფრთხილე და იგი მხოლოდ ექიმის რჩევითა და მეთვალყურეობით უნდა გამოიყენოთ.
1. ქრისტესისხლას ნაყენი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აწესრიგებს ძილსა და მადას. 7 დღის განმავლობაში მისი რეგულარული გამოყენების შემდეგ საჭიროა ორდღიანი შესვენება. ნაყენის სმის პერიოდში რეკომენდებულია დღეში ერთი სადილის კოვზი გახეხილი სტაფილოს მიღება. ჩაყარეთ 500-გრამიან ქილაში ახალდაკრეფილი ბალახი – იმდენი, რომ ქილა სანახევროდ გაივსოს. დაასხით მდუღარე წყალი და დაახურეთ თავსახური. თუ ნაყენის მოსამზადებლად გამხმარ ბალახს გამოიყენებთ, ნედლეულმა ქილა მეოთხედამდე უნდა შეავსოს. გაცივების შემდეგ ნაყენი მზადაა. უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, 100 მილილიტრი, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.
2. ქრისტესისხლას ნაყენის ჭინჭარსა და გულყვითელასთან კომბინაცია აფერხებს მეტასტაზების ზრდა-განვითარებას. ამ მიზნით თანაბარი რაოდენობით იღებენ სამივე ბალახს, აქუცმაცებენ და ერთმანეთში ურევენ. ერთ სადილის კოვზ ნარევს ყრიან თერმოსში, ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს და 1-2 საათით აჩერებენ. ნახევარ ჭიქა ნაყენს დილით, უზმოზე იღებენ, ნახევარს კი – ვახშმამდე ერთი საათით ადრე.
3. ეგზემის სამკურნალოდ: 20 გრამი მშრალი, დაქუცმაცებული მცენარე მოათავსეთ მომინანქრებულ ქვაბში და დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. დაახურეთ თავსახური და დადგით წყლის აბაზანაზე დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ გააგრილეთ ოთახის ტემპერატურის პირობებში 45 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ და გადაასხით მინის ჭურჭელში, რომელსაც თავზე მჭიდროდ ეხურება. მიღებული ნახარში წაისვით. სხეულის დაავადებულ ნაწილებზე. მისი შენახვა ორ დღეზე მეტხანს არ შეიძლება.
4. ცხვირ-ხახისა და წიაღების პათოლოგიების დროს: 2-3 წვეთი წვენი ჯერ ერთ ნესტოში უნდა ჩაიწვეთოთ, 5 წუთის შემდეგ, როდესაც წვის შეგრძნება გაგივლით – მეორეში, აუცილებლად დაწოლილმა. თუ წვენი ყელში გადაგივიდათ, შეგიძლიათ, გადაყლაპოთ.
5. დაავადებული ღრძილების სამკურნალოდ: წვენი დღეში 2-3-ჯერ უნდა წაისვათ ღრძილებზე, თითო ჯერზე – ხუთჯერ (ანუ, წაისვამთ – შეიშრობთ, ისევ წაისვამთ და ასე – ხუთჯერ) ან პირის ღრუში დაიგუბოთ ღრძილებზე კონცენტრირებით, 20-25 წუთის შემდეგ კი გადააფურთხოთ. პოდაგრისა და რევმატიზმის დროს: წვენი მტკივან ადგილებზე უნდა წაისვათ, ხოლო ნაყენი დალიოთ.
6. გრიპის საწინააღმდეგოდ: პირის ღრუში ხუთჯერ უნდა გამოივლოთ წვენი და დალიოთ ნახევარი ჭიქა ნაყენი.
ქრისტესისხლას ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ ერთი სუფრის კოვზი გამხმარი ფოთოლი. მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) ცხელი, ანადუღარი წყალი, დაახურეთ თავსახური და მოათავსეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით. გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ, შეავსეთ მიღებული ნაყენი ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მილილიტრი) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას, არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ ნახევარი ჭიქა ან ცოტა ნაკლები დღეში 2-3-ჯერ, ჭამის წინ 15 წუთით ადრე.
7. კიბოს მკურნალობისთვის: 1 სუფრის კოვზი მშრალი და დაქუცმაცებული ქრისტესისხლა მოათავსეთ თერმოსში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1–1,5 საათი. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ორი სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 20–30 წუთით ადრე.
8. ფსორიაზისთვის ძლიერი საშუალებაა ქრისტესისხლას ფესვის ნახარში. მას ჯერ აჩერებენ ცხელ წყალში დარბილებამდე, შემდეგ ადუღებენ ნახევარი საათი, აციებენ, ურევენ და სტერილური დოლბანდით საფენებს 2–3 საათით იკეთებენ.
9. ქრისტესისხლას გამონაწვლილი რომ მიიღოთ, 1 სუფრის კოვზ გამხმარ ბალახს დაასხით 500 მლ მდუღარე და დადგით 1 სთ-ის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ არყის ჭიქით 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ქრისტესისხლას წარმატებით იყენებენ სხვადასხვა ანთებითი პროცესების ჩასაქრობად.
ქრისტესისხლა (ლათ. Chelidonium majus L) მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა ყაყაჩოსებრთა ოჯახიდან.
  ზიანის შემცირების პროგრამაში ჩართული ექთნის შედეგები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.