პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1969 წელს დაბადებული ჰ.ა. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 6 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 150 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. 4 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/პოლიციამ-განსაკუთრებით-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi