შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1,2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი” ამოიღეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1,2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი” ამოიღეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1,2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი” ამოიღეს, – განაცხადა ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ.

მისივე თქმით, დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საზოგადოებას მსურს, მივაწოდო ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული კიდევ ერთი მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების შესახებ – გუშინ, გვიან ღამით თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1,2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება “მეთადონია” ამოღებული.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გასაღების მიზნით, ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით – სამი პირი დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას 67 შეკვრად დაფასოებული – 1,2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები სოციალურ ქსელში არსებული ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ. ისინი შემდგომში გასაღების მიზნით, ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით, ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, აქტიურად ვაგრძელებთ შესაბამის კომპლექსურ საგამოძიებო მოქმედებებს.

ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრული შემადგენლობით გავაგრძელებთ ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ, კანონით განსაზღვრული მკაცრი ზომების გატარებას“, – აღნიშნა დავით კიკნაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
  ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი