შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემასაგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები ამოქმედდება

საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები ამოქმედდება

2025 წლის 3 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, საგამოცდო დღეებში ავტობუსები საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელ მარშრუტებზე 06:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით მოემსახურებიან.

„ახლოვდება ეროვნული გამოცდები. მინდა, აბიტურიენტებს წარმატებები ვუსურვო და მივაწოდო მათთვის საჭირო ინფორმაცია. 3 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ საგამოცდო პერიოდში საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

N39-ე, 175-ე, 177-ე, 191-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსების მარშრუტები მგზავრებს ალექსანდრე გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთიდან (მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორია) მოემსახურებიან. N147-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (ანზორ აბულაშვილის ქუჩა). ხოლო N103-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი). საგამოცდო პროცესი N39-ე, 103-ე, 175-ე, 177-ე, 191-ე საჯარო სკოლებში – 23 ივლისის ჩათვლით, ხოლო N147 საჯარო სკოლაში პირველ აგვისტომდე გაგრძელდება.

  „სხვადასხვა გარემოების გამო, ხშირად ჩვენ ვერ ვახერხებთ ეკლესიაში მისვლას, სათანადოდ ვერ ვასრულებთ მარხვებს, ვერ ვეხმარებით ღარიბებს, როგორც საჭიროა ისე, მაგრამ, „სამაგიეროდ, ჩვენ ყველგან და ყოველთვის შეგვიძლია ლოცვა და სიმდაბლის გამოვლენა, რადგან სწორედ სიმდაბლითა და ლოცვით მოიპოვება ყველაზე უკეთ სულიწმინდის მადლი“-მეუფე შიო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი