ქართველმა პარაძალოსნებმა ჩინეთში მსოფლიოს თასზე ოთხი მედალი მოიპოვეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ჩინეთში პარაძალოსნობაში მსოფლიოს თასზე ქართველმა პარასპორტსმენებმა ოთხი მედალი – ორი ოქრო და ორი ვერცხლი – მოიპოვეს. აკაკი ჯინჭარაძემ (+107კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 232 კგ დასძლია და ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 689 კგ დააგროვა და კვლავ ოქროს მედალი აიღო.

გიორგი ლაცაბიძემ (+107 კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 217 კგ აწია და ვერცხლის პრიზიორი გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 647 კგ დააგროვა და მეორე ვერცხლის მედალიც მოიპოვა.

ქართველი პარაძალოსნები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ქართველმა პარაძალოსნებმა ჩინეთში მსოფლიოს თასზე ოთხი მედალი მოიპოვეს. 24 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ქართველმა-პარაძალოსნებმ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi