პოლიციამ გამოძიება დაიწყო – ესპანეთის სანაპიროსთან 6 ცხედარი იპოვეს, რომლებსაც ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდათ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ესპანეთის კუნძულ მალიორკას სანაპიროსთან 6 ცხედარი იპოვეს, რომლებსაც ხელები და ფეხები შეკრული ჰქონდათ. ესპანეთის ხელისუფლებამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი მიგრანტები არიან. სამოქალაქო გვარდიამ პირველი ცხედრის პოვნის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო პროცესი. სულ ნაპოვნია 6 ცხედარი, რომლებსაც დეტალური ექსპერტიზა უტარდებათ.

ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ზოგიერთ ცხედარს სამაშველო ჟილეტი ეცვა. მათი განმარტებით, ფაქტები მიუთითებს, რომ ისინი, დიდი ალბათობით, მიგრანტები არიან.

პოლიციამ და საზღვაო პატრულირების დანაყოფებმა ათობით პატარა ნავი დააკავეს, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკიდან არალეგალ იმიგრანტებს ჩამოჰყავდათ.

ბალეარის კუნძულების მთავრობის დელეგატმა, ალფონსო როდრიგეს ბადალმა, განაცხადა: “ამ ხელფეხშეკრული გვამების დანახვა ადასტურებს, რომ ჩვენ მიგრაციულ კოშმარში ვცხოვრობთ, რომლის უარყოფა და დაკნინება ზოგიერთის მცდელობაა”.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). პოლიციამ გამოძიება დაიწყო – ესპანეთის სანაპიროსთან 6 ცხედარი იპოვეს, რომლებსაც ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდათ. 24 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/პოლიციამ-გამოძიება-დაიწყ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi