რა ცვლილებები შედის „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შედის. კერძოდ, პროექტის მიხედვით, სახელმწიფო თუ მუნიციპალიტეტის ორგანოს, დაწესებულებას, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ გაერთიანებას, თანამდებობის პირს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა. მოსამართლეზე რაიმე სახით ზემოქმედება უკვე მიღებული გადაწყვეტილების გამო ან სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით

გარდა ამისა, მხარეების, საქმეში მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ვითარებაში მოსამართლისადმი უპატივცემულობის გამოხატვა, რომელიც უკავშირდება მოსამართლის სტატუსს, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

ცვლილებები ეხება სასამართლოში ფოტო, კინო, ვიდეო გადაღებასა და ტრანსლაციასაც.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). რა ცვლილებები შედის „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში. 24 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რა-ცვლილებები-შედის-საე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi