დედაქალაქში ქუჩების მორეცხვა ინტენსიურად მიმდინარეობს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თბილისში ცენტრალური ქუჩების მორეცხვა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, წერეთლის გამზირზე სპეცტექნიკით მოირეცხა გზის სავალი ნაწილი, მიწისქვეშა ურნები, გაჩერებები და საგზაო მონიშვნები. ადგილზე იმყოფებოდნენ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი.

მერიის ინფორმაციით, მთელი ზაფხულის განმავლობაში, „თბილსერვისი ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცმანქანებით გააგრძელებენ ქუჩების მორეცხვას. ასევე, მთელი ქალაქის მასშტაბით ირეცხება ნაგავშემკრები კონტეინერები, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). დედაქალაქში ქუჩების მორეცხვა ინტენსიურად მიმდინარეობს. 19 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დედაქალაქში-ქუჩების-მორე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi