თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოს თავდაცვის ძალები სამხედრო პოლიციის დღეს აღნიშნავს.

სამხედრო პოლიციის დაარსების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას იუბილე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის ძალების ეფექტიანად ფუნქციონირებაში სამხედრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სამხედრო პოლიციელებს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა დეპარტამენტის უფროსმა, თავდაცვის გენერალ-მაიორმა შალვა შენგელიამ.

იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციელები საშტატო იარაღით, უწყებრივი მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. კითხვის გაგრძელება

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა. 17 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/პროფესიული-დღე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi