გაატარეთ ზაფხული უსაფრთხოდ და ჯანმრთელად!
ზაფხული ყოველთვის დასვენებასთან, ძალების აღდგენასთან და თავგადასავლებთან ასოცირდება, თუმცა წლის ამ სეზონზე ბევრი საშიში ინფექციით დაავადების და სხვადასხვა ტრავმების მიღების რისკი განსაკუთრებულად იზრდება. დასვენებასთან ერთად თუ გაითვალისწინებთ მარტივ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც ძნელი არ არის თავიდან აიცილებთ ისეთ ინფექციებს, როგორიცაა: A ვირუსული ჰეპატიტი, სალმონელოზი, დიზინტერია, ამებიაზი, საკვების მიერი ტოქსიკოინფექციები, ჯილეხი, ბრუცელოზი, ლეპტოსპიროზი, მალარია, სხვადასხვა პარაზიტული დაავადებები, ჰელმინთები და სხვა დიარეით მიმდინარე ვირუსული თუ ბაქტერიული დაავადებები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფექციური დაავადებები საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული, მოსახლეობის მონდომება გარემოს დაბინძურებისგან დაცვის საქმეში, საკვები პროდუქტის მომზადება-ტრანსპორტირება-რეალიზაციის წესების განუხრელად დაცვაში, ხელების ხშირი და სწორი დაბანით ამ დაავადებებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. გააგრძელეთ კითხვა