ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 2 000 აქცია იმართება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის ავტორიტარულ პოლიტიკას გმობენ.

ჯორჯიის შტატში გამართულ დემონსტრაციაზე პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველებმა, სულ მცირე, რვა ადამიანი დააკავეს. პოლიციის განცხადებით, მომიტინგეებმა არ შეასრულეს პოლიციელების ბრძანება და გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.

ამასთან, ლოს ანჯელესში გამართულ აქციაზე დაახლოებით 20 000 ადამიანი იმყოფებოდა.

ცნობისთვის, აშშ-ში ამერიკის არმიის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აღლუმი იმართება, რომელიც დონალდ ტრამპის დაბადების დღეს ემთხვევა.