„უცხო ქვეყნების დროშებს აფრიალებდნენ, ამერიკის დროშა კი დაწვეს“ – ტრამპი ლოს-ანჯელესში არეულობაში მონაწილე ადამიანებზე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებზე აქტივისტები უცხო ქვეყნების დროშებს აფრიალებდნენ, ამერიკის დროშა კი დაწვეს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კალიფორნიის ქალაქში ეროვნული გვარდიისა და საზღვაო ქვეითების განლაგების გადაწყვეტილება აქტივისტების მხრიდან პოლიციის მისამართით ფიზიკური ძალადობისა და სამთავრობო ინფრასტრუქტურის დაზიანების პასუხად მიიღო.

„მათ ყველა დროშა ჰქონდათ ამერიკის დროში გარდა. ამერიკის დროშა დაწვეს, და, როგორც ვიცი, ეს ერთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ლოს-ანჯელესში ჯარების გაგზავნა, ჩემი აზრით, სწორი ნაბიჯი იყო. ბევრი ამბობდა, არ ღირსო, თუმცა, ეს რომ არ გაგვეკეთებინა დღეს ქალაქისგან აღარაფერი იქნებოდა დარჩენილი“, – თქვა ტრამპმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „უცხო ქვეყნების დროშებს აფრიალებდნენ, ამერიკის დროშა კი დაწვეს“ – ტრამპი ლოს-ანჯელესში არეულობაში მონაწილე ადამიანებზე. 12 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/უცხო-ქვეყნების-დროშებს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi