რომელი ჯიშის ვაზი დავრგოთ ზემო რაჭაში

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

რომელი ჯიშის ვაზი დავრგოთ ზემო რაჭაში

ზემო რაჭაში ვენახებს 1000 მ სიმაღლეზეც ვხვდებით. ცალკეულ მიკროპირობებში შეიძ­ლება ხარისხიანი ღვინის მიღება. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯიში „მცვივანა“, რომლისგანაც საშამპანურე მასალა მიიღება.
იმის გამო, რომ საგვიანო ჯიშები ვერ ასწ­რებს მომწიფებას, დარგეთ საადრეო – პინო, ალიგოტე და ქართული საადრეო.
თუ თქვენი ვენახის მცვივანა გადაბერებუ­ლია, შეიძლება მისი გაახალგაზრდავე­ბაც. ამისათვის მას ძველ ტოტებს საგრძნობლად უმოკლებენ, სანაყოფე რქებს 3 კვირტზე, ხოლო სამამულეს, როგორც წესი, 2 კვირტზე სხლავენ. შტამბზე არსებული ქერქის დაზიანებული ნაწილი ააძვრეთ, ძირები კარგად გაუფხვიერეთ და თითო ძირზე 2-3 ვედრო გადამწვარი ნაკელი ან წუნწუხი შეიტანეთ. შეიძლება ძველი ვაზების მთლიანი გადაწვენაც, რაც მათი განახლების გარანტიას იძლევა.
თქვენს ნაკვეთში გასაშენებელი სასურველი ჯიში თქვენივე ან მეზობელ სოფელში შეარჩიეთ, ესეც ერთგვარი გარანტიაა მიზნის მისაღწევად.

როგორ იმყნობა კაკალი – ეს მე­თოდი არ ვრცელდება ასაკოვან ხეებზე

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). რომელი ჯიშის ვაზი დავრგოთ ზემო რაჭაში. 10 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რომელი-ჯიშის-ვაზი-დავრგო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi