მერაბ დვალიშვილი შონ ო’მალისთან შეხვედრის წინ: “ვიბრძოლებ ისე, რომ ყველას დაამახსოვრდეს”

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

UFC-ს სუპერმსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილი ამერიკელ შონ ო’მალისთან სატიტულო ბრძოლის წინ მედიისთვის კომენტარი გააკეთა.

„შონ ო’მალი სახიფათო მეტოქეა და ეს კარგად ვიცი. მასთან ათჯერაც რომ ვიჩხუბო, მოდუნება არ შეიძლება. ამ დაპირისპირებას ისე უნდა მივუდგე, როგორც სერიოზულ საფრთხეს.

პირველი ბრძოლის დროს ზედმეტად მოდუნებული ვიყავი, თუმცა ყველაფერს ვაკონტროლებდი, ვხედავდი მის თითოეულ ნაბიჯს. ახლა კი ფინიშზე ვმუშაობთ და ყურადღება სწორედ ამაზე გვაქვს გადატანილი.

არ მაქვს პრობლემა, კიდევ ერთი შანსი მივცე და რისკზე წავიდე. მებრძოლი ვარ, რისკი ყველაფერშია. ცხოვრებაც რისკია და ბრძოლაც. თუ წავაგებ და რევანშს არ მომცემენ, არ მადარდებს – მე მინდა, უბრალოდ ვიბრძოლო და აქტიური ვიყო.

- Advertisement -
Ad imageAd image

თუ საჭირო გახდება, ხუთი რაუნდის განმავლობაშიც ვიბრძოლებ ისე, რომ ის განუწყვეტლად იგრძნოს ზეწოლა. რაც მთავარია, ამ ბრძოლას გულშემატკივარი დაიმახსოვრებს“, – განაცხადა დვალიშვილმა.

34 წლის ქართველმა მებრძოლმა შონ ო’მალი 2024 წლის სექტემბერში დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა, შემდეგ მან ქამარი უმარ ნურმაგომედოვთან დაპირისპირებაში დაიცვა და ახლა ის ტიტულის შენარჩუნებას კიდევ ერთხელ შეეცდება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მერაბ დვალიშვილი შონ ო’მალისთან შეხვედრის წინ: “ვიბრძოლებ ისე, რომ ყველას დაამახსოვრდეს”. 5 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მერაბ-დვალიშვილი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi