პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემადონალდ ტრამპმა 12 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

დონალდ ტრამპმა 12 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც 12 ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლას სრულად უკრძალავს.

ტრამპმა ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელ TruthSocial-ზე გამოაცხადა. თეთრი სახლის ვებგვერდზე კი შესაბამისი პრესრელიზი გამოქვეყნდა.

სრული აკრძალვა დაწესდა ავღანეთის, მიანმარის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეას, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისთვის. გამონაკლისები გათვალისწინებულია შეერთებული შტატების კანონიერი მუდმივი მაცხოვრებლებისთვის, მოქმედი ვიზების მფლობელებისთვის, ვიზების გარკვეული კატეგორიებისა და იმ პირებისთვის, რომელთა შესვლაც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.

ნაწილობრივი აკრძალვა დაწესდა ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა-ლეონეს, ტოგოს, თურქმენეთისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის. მათზე არ გაიცემა სტუმრის ან სტუდენტური ვიზები. ამავდროულად, შეუნარჩუნდებათ ვიზები, მაგალითად, სამუშაო მიზნებისთვის ან ამერიკელ ნათესავებთან გაერთიანებისთვის.

“პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა პროკლამაციას, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის დაცვას უცხოელი ტერორისტების და ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სხვა საფრთხეების შეერთებულ შტატებში შემოსვლისგან“, – აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში. კითხვის გაგრძელება….

  გურიაში მამაკაცი დაუდგენელი წარმომავლობის ხორცისგან ტრიქინელოზით დაავადდა - რა დაავადებაზეა საუბარი და რა სიმპტომები ახასიათებს მას
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი