პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემასამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის...

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცეს

თავდაცვის ახალი კოდექსით 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი. ამ ეტაპზე გაწვეულ პირთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს სამხედრო სამსახურში საკუთარი ნებით დარეგისტრირებული წვევამდელები წარმოადგენენ. მადლობის ნიშნად სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები თბილისსა და ქვემო ქართლში მცხოვრებ წვევამდელთა ოჯახებს ესტუმრნენ და წვევამდელების მშობლებს მათი შვილის ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით მსახურისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის წერილები გადასცეს.

ამ ეტაპზე წერილები გადაეცათ იმ ოჯახებს, ვისი შვილებიც ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვიანი ვადით საკუთარი სურვილით მსახურობენ. ის წვევამდელები, რომლებიც საკუთარი სურვილით დარეგისტრირდებიან სამხედრო სამსახურში მათ ხელფასზე 30%-იანი დანამატი დაერიცხებათ.

კკთხვის გაგრძელება…

  კანადა, ქვეყანაში გადასვლის მსურველებს $14 000 დოლარად სწავლას დაუფინანსებს - დეტალები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი