ხილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
ვიტამინებითა თუ მინერალებით მდიდარი ხილი და ბოსტნეული მნიშვნელოვნად ამცირებს ზოგიერთი ქრონიკული დაავადების რისკს. ხილი ორგანიზმს ამარაგებს მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით.
ხილში ძალიან დაბალია ცხიმისა და კალორიების რაოდენობა, არ შეიცავს ქოლესტერინს, მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ორგანოსა თუ სისტემის სათანადო ფუნქციონირებისთვის.
ხილის შემადგენლობაშია საკვები ბოჭკო, რომელიც ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს, ახდენს გულის დაავადებების პრევენციას, დადებითად აისახება კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზე, გვიცავს ყაბზობისგან.
აღსანიშნავია C ვიტამინის როლი ორგანიზმში და ამ ვიტამინს ბევრი გემრიელი ხილი შეიცავს. C ვიტამინი მონაწილეობს ძვლის ფორმირებაში, სისხლძარღვების სწორად ფუნქციონირებაში, კოლაგენის გამომუშავებისა თუ დაზიანებული ქსოვილის აღდგენის პროცესში. C ვიტამინით მდიდარი ხილი ორგანიზმს რკინის შეთვისებაში დაეხმარება.
კალიუმით მდიდარი ხილი სისხლის ნორმალურ წნევას შეგინარჩუნებთ, ხოლო ფოლატით მდიდარი ხილი ერითროციტების ფორმირებას შეუწყობს ხელს.
ჯანსაღი კვების რაციონი, რომელიც აუცილებლად უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან, მნიშვნელოვნად ამცირებს ისეთი დაავადებებისა თუ პათოლოგიების განვითარების რისკს, როგორიცაა:
- გულის დაავადებები;
- ზოგიერთი ტიპის კიბო;
- დიაბეტი ტიპი 2;
- სიმსუქნე;
- თირკმლის კენჭები;
- ძვლის მასის შემცირება და სხვა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). რატომ უნდა მივირთვათ ხილი? – ჯანსაღი კვების რაციონი აუცილებლად უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. 4 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რატომ-უნდა-მივირთვათ-ხილ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
