შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემამაისის თვეში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს

მაისის თვეში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2025 წლის მაისის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე, შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 19 ფაქტი, რომელზედაც ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 20 პირი, მათგან დაკავებულია 5 პირი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 21 267 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 120 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლებას აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

  არის თუ არა გარუჯვა უსაფრთხო? – სეზონის აქტუალურ კითხვებს დერმატოლოგი ზაზა თელია პასუხობს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი