როგორ მოვიქცეთ, რომ მთელი დღე წარმატებული გვქონდეს?
ამისათვის დილით, გაღვიძებისთანავე, კეთილ ანგელოზს უნდა ჩავაბაროთ ჩვენი თავი და მთელი დღე კეთილად წარიმართება?
ადამიანის გაღვიძებას ელოდება როგორც მფარველი ანგელოზი, ასევე – ეშმაკი. ისინი ელოდებიან, თუ ვის მიაბარებს იმ დღეს ადამიანი თავის თავს.
თუ გაღვიძებისთანავე ფიქრობ შენს პრობლემებზე, ან საერთოდ – რაიმე ნეგატიურზე, ასეთ ადამიანს ადვილად მიეახლება დემონი და ის დღე რთულად წარიმართება.
ხოლო, თუ კეთილი განწყობით გაიღვიძებ – გაიხსენებ რაიმე პოზიტიურს, მინიმუმ იმას, რომ გაგითენდა კიდევ ერთი დღე, რაც უკვე დიდად სასიხარულოა და პრობლემებს კი ეშველება ღმერთით, მთავარია რომ შენ ცოცხალი ხარ და კიდევ მოგეცა დრო სინანულისთვის, სიკეთისთვის…
თუ ამ განწყობას შეიქმნი, მაშინ კეთილ ანგელოზს გაუადვილდება შენთან მოახლება.
კონკრეტულად, როგორ უნდა მოვიქცეთ?
გაღვიძებისთანავე, დაიტვირთე პოზიტიური-იმედიანი აზრებით, სანამ წამოჯდები საწოლზე, გაიხსენე შენთვის ჯვარცმული იესო ქრისტე და გულში თქვი:
-„შენს ხელებს შევვედრებ ჩემს სულს უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, შენ მე მაკურთხე, შენ მე შემიწყალე და ცხოვრება საუკუნო მომმადლე. ამინ”.
გადაისახე პირჯვარი და ემთხვიე შენს გულსაკიდ ჯვარს.
ან:
„უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”, გადაისახე პირჯვარი და ემთხვიე გულსაკიდ ჯვარს.
ამის დამნახავი დემონი ძრწოლით გაიქცევა შენგან, ხოლო კეთილი ანგელოზი სიხარულით მოგეახლება და იმ დღეს განუყრელად დაგიცავს ყოველი განსაცდელისაგან. ამინ!
მამა ბასილი ახვლედიანი