შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიკაცხის სვეტი ზეცისკენ მიმავალი საფეხურია – აოცებს ქარ­თ­ველ­საც და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტუ­მარ­ს

კაცხის სვეტი ზეცისკენ მიმავალი საფეხურია – აოცებს ქარ­თ­ველ­საც და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტუ­მარ­ს

კაცხის სვეტი მდებარეობს იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში.

სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. სვეტის ძირში გამოკვეთილია ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელიც არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. პარალელები მას ბოლნისსა და სირიაში მოეპოვება. ეკლესია კი აქ ორი-სამი საუკუნის შემდეგ აიგო.

კაცხის სვეტზე ქალები არ დაიშვებიან.

სვეტზე აღმართულ მონასტერში ცხოვრობს ბერი მამა მაქსიმე, რომელიც სამონასტრო ცხოვრებას 1993 წლიდან შეუდგა

კაცხის სვე­ტი – \”სვეტი-ცხოველი უხელოდ აშენებული\”, როგორც მას ძველად მოიხსენიებდნენ, თა­ნაბ­რად აოცებს ქარ­თ­ველ­საც და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტუ­მარ­საც.

კაცხის სვეტთან ასასვლელად პირველ რიგში ჭიათურაში უნდა ჩახვიდეთ.

კაცხის სვეტის მეცნიერული შესწავლა  XX საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო. 1944 წელს  კაცხის სვეტზე პირველად ავიდა ექსპედიცია შემდეგი შემადგენლობით: ალპინისტი ალ. ჯაფარიძე, ხელოვნებათმცოდნე ვ. ცინცაძე, მწერლები ლ. გოთუა და ა. ბელიაშვილი.

მათ სვეტის თხემზე მცირე გათხრები ჩააატარეს და აღმოაჩინეს საკმაო რაოდენობის არქეოლოგიური მასალა. აღნიშნული ექსპედიციის მიერ ჩატარებული სამუშაოს ანგარიში გამოქვეყნებულ იქნა 1946 წელს ვ. ცინცაძის მიერ.

  „ქორწილშიც კი არ უცეკვია, არ ველოდი თუ ასე კარგად შეეძლო ცეკვა“ – ანი ხუციშვილი თედო ბექაურზე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი